სტუდიის სახელწოდება: დავით ქავთარაძის აკადემიური სტუდია მერმისი
ტელ: 599747190
მისამართი: იოსებიძის 7ა / პეკინის 7, (ქალთა ბედნიერებასთან)
რა სახის აქტივობების შესწავლაა შესაძლებელი?
✅ქართული ხალხური სიმღერა
✅სალამური
✅დუდუკი
✅ჭიბონი
✅გუდასტვირი
✅ფანდური
✅ჩონგური
✅ბანის ფანდური
✅ჩონგური დაბალი ბანი
✅ჭუნირი
✅ჩანგი
✅ჭიანური
✅დოლი
✅დაირა
✅დიპლიპიტო
✅გარმონი
ასევე შეისწავლება გიტარა.
ვინ არის მასწავლებელი და რა გამოცდილება აქვს?
დავით ქავთარაძე
ანსამბლ “კელაპტარის” მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
“კვინტეტი ურმულის” ხელმძღვანელი.
სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ქალილოს” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ანსამბლ”მერმისია” დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
ღირსების ორდენის ორგზის კავალერი.
საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალ- კონკურსების ლაურეატი.
დავით ქავთარაძე (უმცროსი)
ანსამბლების “ფოლკა”, ” რუსთავი”, “ალავერდი”, “იბერი”-ს წევრი.
საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატი.
ქ.თბილისის 202- ე უსინათლოთა საჯარო სკოლის პედაგოგი.
ალექსანდრე ბირკაია
ანსამბლ „იბერის“ წევრი. საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატი.
ვისთვის არის განკუთვნილი (ასაკობრივი კატეგორია)?
სტუდიაში მიიღებიან მოსწავლეები სკოლის ასაკიდან.
კვირაში რამდენჯერ და რა ხანგრძლივობით ტარდება გაკვეთილები ?
გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, ინდივიდუალურად. ხანგრძლივობა 45 წუთი.
ფასი: 70 ლარი