,,ძალიან მეხმარება მხატვრობა ლამაზად ცხოვრებაში” – გუგა ქაშიბაძე

გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ექიმობა იყო პროფესია, სადაც საკუთარ თავს ხედავდა და შესაბამისად ეს გზა აირჩია. ხელოვნებასთან ძალიან ახლოს არის. შემოქმედი ადამიანია და მიაჩნია, რომ ექიმობაც არ არის შორს შემოქმედებისგან. ბევრი გატაცება აქვს თუმცა ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

გთავაზობთ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელთან ინტერვიუს.

გუგა როდის გაგიტაცათ მხატვრობამ?

ვხატავ ბავშობიდან, რაც თავი მახსოვს სულ ვხატავ.

სად ისწავლეთ ხატვა?

თვითნასწავლი ვარ, არანაირი სპეციალური განათლება არ მიმიღია.

ძირითადად კარიკატურებს ხატავთ, რატომ ეს მიმართულება?

ბოლო პერიოდში მართალია ძირითადად კარიკატურებს ვხატავ, მათ ვხატავ ტელეფონში, მუშაობის პროცესი არ საჭიროებს სპეციალურ სივრცეს, მომზადებას, შეგიძლია ნებისმიერ სიტუაციაში დახატო.

საყვარელი ნახატი თუ გაქვთ?

კი მაქვს ასეთი ნახატი ,,თოჯინა”.

წინასწარი იცით რას დახატავთ თუ მერე მოდის მუზა?

არასოდეს არ ვიცი რას დავხატავ, რომ მოვიფიქრებ სასწრაფოდ ჩანახატს ვაკეთებ მუხტი რო არ დავკარგო.

რა ადგილი უკავია ხატვას თქვენს ცხოვრებაში?

ძალიან მეხმარება მხატვრობა ლამაზად ცხოვრებაში.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on ",,ძალიან მეხმარება მხატვრობა ლამაზად ცხოვრებაში..." A few seconds ago

Leave a Reply